05 ივლისი 2022,   16:20
ვრცლად
"შავი იანვარი" აზერბაიჯანში - ქვეყანა 32 წლის წინ მომხდარი მოვლენების შედეგად დაღუპულებს იხსენებს

"შავი იანვარია" აზერბაიჯანში - ქვეყანა 32 წლის წინ მომხდარი მოვლენების შედეგად დაღუპულებს იხსენებს. 1990 წლის 20 იანვარს გამთენიისას, 26 000 საბჭოთა ჯარისკაცი შეიჭრა ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში. სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 150-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, 700-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულზე პირდაპირ პასუხისმგებელია ყოფილი საბჭოთა ხელმძღვანელობა და მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული იყო, მას საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიუღია.

დღის ამბები