24 მაისი 2022,   05:55
ვრცლად
1254 შემთხვევიდან სტაციონარში მოხდა მხოლოდ 1%  - ამირან გამყრელიძის თქმით, "ომიკრონი" ძირითადად ახალგაზრდა ასაკს აზიანებს

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ აღნიშნა, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა ანტირეკორდული მონაცემია, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. მისივე თქმით, "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები ძირითადად ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში ვლინდება. 

"დღეს გვაქვს ე.წ. ანტირეკორდი შემთხვევების რაოდენობის 7521, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. 1 254  შემთხვევიდან  საშუალო ასაკი გახლავთ დაახლოებით 33,8 ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს. ამ 1254 შემთხვევიდან სტაციონარში მოხდა მხოლოდ 14 დაახლოებით 1% აქედან უკვე 13 პაციენტი გაწერილია. სტაციონარიზაციის ძირითადი ინდიკატორი გახლდათ თანმხლები დაავადებები და არა კოვიდის სიმძიმე. ჯერჯერობით "ომიკრონით" გამოწვეული შემთხვევები "დელტასთან" შედარებით მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები