28 მაისი 2022,   11:05
ვრცლად
რა პროპორციით გვიცავს აცრების რაოდენობა "ომიკრონისგან" - ინფექციონისტი ვაქცინაციის ზემოქმედების სქემას განმარტავს 

რა დაგვიცავს "ომიკრონისგან" - ინფიცრებულთა რეკორდული მაჩვენებლის ფონზე სპეციალისტები გამოსავალზე მსჯელობენ. შემთხვევების მატების მიუხედავად ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების რიცხვი არ იზრდება, ვინაიდან ამბობენ რომ ვაქცინირებულებში "ომიკრონი" მსუბუქად მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ მთავარი მოწოდება და რჩევა ისევ ვაქცინაციაა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ "ბუსტერ" დოზა დაახლოებით 3-ჯერ იცავს მოსახლეობას ინფექციის გადადებისაგან.

"ამ ეტაპზე არსებული კვლევების მიხედვით სრულფასოვანი ვაქცინაცია, ვგულისხმობ "ბუსტერის" ჩათვლით გვიცავს "ომიკრონის" და სხვა შტამების მძიმე მიმდინარეობისგან. "ომიკრონის" შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 80% , ანუ 80% ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკებს, ჰოსპიტალიზაციის რისკებს, შესაბამისად გვეყოლება ნაკლები მძიმე პაციენტები და ჰოსპიტალი იქნება ნაკლებად გადავსებული. იმ ადამიანებში, რომლებიც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები დაახლოებით 3-ჯერ მცირდება გადადების რისკი,"- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.  

დღის ამბები