28 მაისი 2022,   11:32
ვრცლად
სუდანში სამართალდამცავებთან შეტაკებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 100 ზე მეტი კი დაშავდა 

სუდანში სამართალდამცავებთან შეტაკების დროს, 7 ადამიანი დაიღუპა და 100 ზე მეტი დაშავდა. პოლიციელები აქციის მონაწილეების დაშლას ცრემლსადენი გაზით ცდილობდნენ. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ისმის სროლის ხმაც, ათასობით დემონსტრანტი კი, პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებოდა და შენობისკენ მიმავალ მთავარ გზებს კეტავდა.

აქციის მონაწილეები, ოქტომბერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები