28 მაისი 2022,   10:50
ვრცლად
როცა თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო - კელი დეგნანი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფას და შესაბამის საკონომდებლო ცვლილებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ისევ გამოეხმაურა. კელი დეგნანს რამდენიმე კითხვა აქვს დიპლომატი საკანონმდებლო ორგანოში წარმართულ პროცესებს ფორსირებულ უწოდებს და ინტერესდება,- რატომ მოხდა კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით.

"ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, ნაჩქარევ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე წარიმართა. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე. როდესაც ასეთი ცვლილებები ხორციელდება, თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო - გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს პატიოსნად,"- აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები