29 მაისი 2022,   00:25
ვრცლად
პროტესტი გრძელდება - გაფიცული სოცმუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - გაფიცვის ფარგლებში სოცმუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. მოთხოვნები უცვლელია, გაფიცულები სახელფასო ანაზღაურების 100%-ით გაზრდას და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ.

პროტესტს სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი მიმართავს, მათ თებერვლიდან ხელფასების 60%-იანი მომატების შესახებ დამსაქმებლის წინადადება არ მიიღეს.

"არც ერთი თეთრის მომატებას ამ ადამიანებისთვის არ აპირებდნენ და ეს გამოიწვია სწორედ ჩვენმა პროტესტმა, თუმცა ეს შემოთავაზებაც ჩვენთვის მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებს იმდენად დაბალი ხელფასი აქვთ, რომ საარსებოდაც არ არის საკმარისი. გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სრულად," - აღნიშნა ერთ-ერთმა სოცმუშაკმა.

 

                                        

დღის ამბები