29 მაისი 2022,   00:39
ვრცლად
მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა - რა ვერსია აქვს პროკურატურას ლაგოდეხში მომხდარ მკვლელობაზე

ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიება, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს ბრალი - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით გუშინ წარუდგინეს. ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს, რადგან დუმილის უფლებას იყენებს. 

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ დასაბუთებული ვარაუდით, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღვოდა

"დღეის მდგომარეობით, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ შორის იყო კონფლიქტი და სწორედ ამან გამოიწვია განზრახ მკვლელობა,"- აცხადებს პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი.

შემთხვევა, 15 იანვარს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე 37 წლის ნონა ჭაბაშვილი ჯერ მოკლა და შემდეგ გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება მოაწყო.

დღის ამბები