28 მაისი 2022,   23:05
ვრცლად
ხელმისაწვდომობა იაფფასიან მედიკამენტებზე უზრუნველყოფს მეტ კონკურენციას - როგორ აფასებენ პრემიერის ინიციატივას კონკურენციის სააგენტო

მედიკამენტების ფასის რეგულირების საკითხზე მუშაობას პარლამენტის კომიტეტები მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ. შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს უკვე მიმართა. პარალელურად ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობას კონკურენციის ეროვნული სააგენტო აფასებს.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ფარმაბაზრისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. 

"საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასთაშორისისისხვაობებია აქამდე ეს აღიარებითი რეჟიმი არ არსებობდა რაც ზღუდავდა შესაძლებლობებს. ხელმისაწვდომობა იაფასიან მედიკამენტებზე უზრუნველყოფს მეტ კონკურენციას რაც საზოგადოებისთვის კარგია . ამიტომ ფარმაბაზრის გაიაფების მხრივ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა,"-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე. 

ცნობისთვის,მედიკამენტების ფასის რეგულირების საკითხზე მუშაობას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები მიმდინარე კვირიდან იწყებენ. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს უკვე მიმართა.

საქართველომ თურქეთი იმ აღიარებული ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც წამლების იმპორტი ხორციელდება. გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ღირებულების შემცირებაა - ამ შედეგს მოსახლეობასთან ერთად მთავრობაც ელოდება.

დღის ამბები