28 მაისი 2022,   23:59
ვრცლად
შემთხვევების მატების მიუხედავად ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების რიცხვი  არ იზრდება, ვაქცინირებულებში "ომიკრონი" მიმდინარეობს მსუბუქად - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დადასტურებულია ფაქტი, რომ "ომიკრონი" ვაქცინირებულ პაციენტებში მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მათ ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ამის შესახებ  თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ონლაინ-კლინიკებს კვირის ბოლოს კიდევ 40 კლინიკა დაემატება, რაც გაზრდის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვს, რომელიც ჩართულია კოვიდის მართვაში.

"ცვლილება, რომელიც ამბულატორიულ სექტორში მოხდება არის, დამატებით ონლაინ კლინიკების მობილიზება. აქამდე მუშაობდა 62 ონლაინ კლინიკა, რამდენიმე ბრიგადით. დაემატა კიდევ 40 კვირის ბოლომდე, ეს რაოდენობრივად გაზრდის იმ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვს, რომელიც ჩართულია კოვიდის მართვაში.

გარკვეულწილად იმედის მომცემია ისიც, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად ჰოსპიტალში არ იზრდება ინტენსიურ თერაპიაში და რეანიმაციაში მყოფი პაციენტების რიცხვი. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ვაქცინირებულების გარკვეული ფენა, რომელიც ქვეყანაში უკვე შეიქმნა. "ომიკრონი" მიმდინარეობს მსუბუქად თუ პირი არის ვაქცინირებული, ეს დადასტურებულია. მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ პირს აქვს თანმხლები დაავადებები დიდი სიფრთხილეა საჭირო,"- აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები