



The New York Times -ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო.
გამოცემის ინფორმაციით, კიევიდან 5 იანვარს - დიპლომატების ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად - რუსეთის 18 მოქალაქე უკვე გაფრინდა, მომდევნო დღეებში კი კიევიდან და ლვოვიდან რუსეთში დიპლომატების კიდევ 30-მდე ოჯახის წევრი გაემგზავრა.
როგორც New York Times-ი წერს დიპლომატების ოჯახის წევრების უკრაინიდან ეტაპობრივი და დემონსტრაციული გაყვანის მიზანი შესაძლოა პროპაგანდა, კონფლიქტისთვის მზადება ან მოჩვენებითი საფრთხის განცდის შექმნა იყოს.