22 მაისი 2022,   03:03
ვრცლად
მკვლელობა და უბედური შემთხვევის ინსცენირება ლაგოდეხში - ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ  

ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიება, დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს.

38 წლის გიორგი ბარბაქაძეს ბრალი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით გუშინ წარუდგინეს. ბარბაქაძე დუმილის უფლებას იყენებს.

შემთხვევა, 15 იანვარს, ლაგოდეხში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე 37 წლის, ნონა ჭაბაშვილი ჯერ მოკლა და შემდეგ გაზით გარდაცვალების ინსცენირება მოაწყო.

დაღუპულის ახლობლები მკვლელობის მიზეზად გაშორებას ასახელებენ. მათივე თქმით, დაკავებული ქალზე ძალადობდა, ჰქონდა არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა და სისტემატიურად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს.

დღის ამბები