22 მაისი 2022,   02:46
ვრცლად
რუსეთის უკრაინაში შეჭრას დასავლეთის მხრიდან მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება - იენს სტოლტენბერგი

ესკალაციის საფრთხე რეალურია - NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის საკითხზე შეკითხვებს კანადურ ტელეკომპანია "CBC​ ნიუსთან" ინტერვიუს დროს უპასუხა. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას დასავლეთის მხრიდან მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, აგრესორი რუსეთია და სწორედ მას ევალება ვითარების დეესკალაცია. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა ალიანსი ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს არ დათმობს.

"რუსეთს მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ სამხედრო ძალა ადრეც გამოუყენებია, ასე, რომ თუ ამ ყველაფერს - სამხედრო მობილიზებას, მუქარის რიტორიკასა და რუსეთის ძალების გამოყენების ისტორიას გავაერთიანებთ, რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია. ამიტომ მნიშვნელოვანია დიალოგში ჩართვა, რათა პოლიტიკური გამოსავალი გამოიძებნოს და ამასთანავე მზად ვიყოთ იმ ფაქტისთვის, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა. უნდა გვქონდეს გზავნილი, რომ ამას მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება," - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები