22 მაისი 2022,   03:11
ვრცლად
მამაკაცს, რომელსაც ყოფილი მეუღლის გაგუდვაში, შემდეგ კი ბუნებრივი აირის გაჟონვის ინსცენირების მოწყობაში ადანაშაულებენ, ბრალს დღეს წარუდგენენ

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში დადანაშაულებულ მამაკაცს, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

მკვლელობა ლაგოდეხში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ყოფილი მეუღლე გაგუდა, შემდეგ კი ბუნებრივი აირის გაჟონვის ინსცენირება მოაწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ეჭვიანობას ასახელებს. გარდაცვლილს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.


დღის ამბები