24 იანვარი 2022,   00:52
ვრცლად
რუსეთის ულტიმატუმმა დასავლეთზე უკუეფექტი მოახდინა - პუტინის მუქარამ შესაძლოა პროცესი, რომლის შეჩერებასაც კატეგორიულად მოითხოვდა უფრო დააჩქაროს

მსოფლიო შეერთებული შტატებისა და რუსეთის წერილობითი დოკუმენტების მოლოდინშია.
სამ რაუნდიანი მოლაპარაკებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კრემლისთვის დიდი შედეგების მომტანი ვერ აღმოჩნდა. რუსეთის ულტიმატუმმა დასავლეთზე უკუეფექტი მოახდინა. არის მოსაზრება, რომ პუტინმა თავისი მუქარით შესაძლოა დააჩქაროს პროცესი, რომლის შეჩერებას ის კატეგორიული ტონით მოითხოვდა.

პროცესი უკვე დაიწყო, დღეს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ NATO-ს მათ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გაფართოება მოსთხოვეს. თუმცა მოსკოვი მაინც არ ჩერდება. რუსეთი ამჯერად თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს სთხოვს, რომ საქართველოს 3+3 ფორმატის სარგებელი აუხსნან.

"საქართველოს ინტერესებშია, რომ 3+3-ს წინაპირობების გარეშე შეუერთდეს," - განაცხადა დღეს სერგეი ლავროვმა, რომელიც მძიმე კვირის განმავლობაში, ბოლო ორი დღეა გააქტიურდა. 

დღის ამბები