24 იანვარი 2022,   01:06
ვრცლად
მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა სარეაბილიტაციო ცენტრთან გამართეს აქცია ლოზუნგით - "ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე!"

კონსტანტიე გამსახურდია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც მისი ძმა ცოტნე გამსახურდია გადის მკურნალობას მანანა-არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ცოტნე გამსახურდიას კლინიკიდან გაყვანას ითხოვდნენ. 

"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. "ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე", იყო მათი მოთხოვნა. "აქციის" მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ. წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება. მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15 დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დასტოვეს იქაურობა.

სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს.

ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ.მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება,"- წერს კონსტანტინე პოსტში. 

დღის ამბები