17 იანვარი 2022,   08:02
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 320 მილიონს აღემატება - გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 320 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს აჭარბებს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის ფონზე გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტი, 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ბუსტერ დოზით აცრის რეკომენდაციას იძლევა.

კანადის პროვინცია კვებეკში კი, აუცრელი ადამიანებისთვის ჯარიმის დაწესების საკითხს განიხილავენ.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ახალ სამხრეთ უელსში, სადაც ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც შტატის ადმინისტრაციაში ამბობენ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის პიკს მომდევნო კვირაში ელოდებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების საავადმყოფოებში კი, კოვიდ ინფიცირებულთა მიმართვიანობა გაორმაგებულია.

"ომიკრონი იწვევს მილიონობით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევას. ვირუსი უდასტურდებათ, როგორც აცრილ, ისე აუცრელ ადამიანებს. პირბადეების ტარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სწარაფად გადამდები ომიკრონის წინააღმდეგ.

მე მივმართე საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს, იმუშაოს ყველა შტატთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ საავადმყოფოებში საწოლების საკმარისი რაოდენობაა,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები