17 იანვარი 2022,   09:09
ვრცლად
ძლიერმა ქარმა მცხეთის მთავარი ნაძვის ხე წააქცია

გამთენიისას, ძლიერი ქარის შედეგად, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე წაიქცა. დაზიანებულია რკინის კონსტრუქცია და მისი მთავარი ღერძი. ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ნაძვის ხის წაქცევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ.

დღის ამბები