17 იანვარი 2022,   08:49
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს მასპინძლობს.

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განიხილავს.

მანამდე ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა.

დღის ამბები