17 იანვარი 2022,   08:05
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა, ОДКБ-ს ჯარი, დარბეული შენობები და დაცხრილული ქუჩები - "კურიერი" ყაზახეთში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა

დარბეული შენობები, დაცხრილული ქუჩები - ყაზახეთში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა. უკვე დაიწყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ჯარების გაყვანის პროცესი. სამხედროები, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას, ყაზახეთს ეტაპორივად დატოვებენ. ამ დრომდე ციხეებში რჩება 12 ათასი დაკავებული მოქალაქე.

ახლო მომავალში სრული დატვირთვით განაახლებს ფრენებს ალმატის აეროპორტი. თუმცა, ჯერჯერობით, აეროპორტის მისადგომებთან კვლავ სამხედროები დგანან, რომლებიც ნებისმიერ შემსვლელ-გამომსვლელს ამოწმებენ.

"კურიერი" ყაზახეთში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და არაერთი საინტერესო და ისტორიული კადრის დაფიქსირება შეძლო.

კურიერმა ალმათის მაცხოვრებლების კომენტარები ჩაწერა ქალაქის ცენტრში, სადაც დაცხრილული და დამწვარია არაერთი სამთავრობო, ადმინისტრაციული შენობა, თუ კომერციული ფართი. მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი პროცესების ასე განვითარებას არ ელოდნენ. ზოგიერთი მათგანი თავადაც პროტესტის მონაწილეა, თუმცა როგორც ამბობენ, პროცესებს მას შემდეგ ჩამოშორდნენ რაც ის ძალადობაში გადაიზარდა.

დღის ამბები