17 იანვარი 2022,   07:14
ვრცლად
სოფელ სურხახთან "კანონიერი ქურდის" ცხედარი იპოვეს - რა კავშირი ჰქონდა მას ტარიელ ონიანთან 

ინგუშეთის სოფელ სურხახის მიმდებარედ ცნობილი "კანონიერი ქურდის", 31 წლის ხამზათ აუშევის, ნახევრად გახრწნილი ცხედარი იპოვეს. ამოღებულია მის ქამარზე მიმაგრებული ცეცხლსასროლი იარაღიც. 

აუშევი  21 წლის ასაკში, გავლენიანმა ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა მონათლეს", მათ შორის არიან: ტარიელ ონიანი (ტარო), გივი გორდელაძე (თბილისკი), ალექსანდრე ქარცივაძე (ალიკა), ლევან დადეშქელიანი (სვანი), ჯემალ მიქელაძე (ჯემო), როვშან ჯანიევი (ლენკორანსკი) და სხვ. 

გარდაცვალების მიზეზად მედია ორ ვერსიას განიხილავს. ერთის თანახმად, 31 წლის "კანონიერმა ქურდმა" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან ვლადიმირის ციხეში მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 

მეორე ვერსიით კი, აუშევი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რადიკალური ისლამის მიმდევარი გახდა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა, რის გამოც მისი ლიკვიდაცია დაუკვეთეს.

დღის ამბები