27 იანვარი 2022,   03:28
ვრცლად
შიდა ქართლის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

კასპში, "მედალფას" კლინიკაში მოსახლეობის აცრა გრძელდება. აცრის მსურველებს სამი სხვადასხვა ვაქცინით შეუძლიათ აცრა, როგორც sinovac და sinopharm, ისე pfizer-ით. ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და კასპის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ნონიაშვილი დაესწრნენ.

როგორც კლინიკაში აღნიშნეს, ბოლო პერიოდში აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა და ყოველდღიურად 100-მდე პირი იცრება.  

რეგიონის მასშტაბით ვაქცინაცია შიდა ქართლის 9 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. 

დღის ამბები