27 იანვარი 2022,   03:55
ვრცლად
რამ გამოიწვია ძლიერი ხმა და ბიძგი, რომელიც თბილისში იგრძნეს

დაახლოებით ერთი საათის წინ, თბილისში, რუსთავსა და ახლოს მდებარე დასახლებებში მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა გაიგო, იგრძნობოდა ბიძგიც. 

"ფეისბუქმომხმარებლები" თბილისის სხვადასხვა უბნიდან წერენ, რომ ბიძგი საკმაოდ ძლიერი იყო. 

სეისმური მონიტორინგის ცენტრში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ მიწისძვრა არ მომხდარა. რაიმე აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

აფეთქების ხმა, სავარაუდოდ, ვაზიანის პოლოგონზე მიმდინარე სწავლებებს უკავშირდება - თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიგონზე, ამჟამად, გეგმიური წვრთნები მიმდინარეობს. 

დღის ამბები