17 იანვარი 2022,   01:16
ვრცლად
ივანე ჩხაიძე ასახელებს თვეებს, რომელიც, პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მძიმე იქნება

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში კვლავ მძიმეა. სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, ზამთრის სეზონის განმავლობაში შენარჩუნდეს.

ვითარებას სეზონური ვირუსებისა და ახალი შტამის გავრცელების საფრთხეც ართულებს, ამიტომ სპეციალისტთა მთავარ რეკომენდაციად კვლავ იმუნიზაციის პროცესში ჩართვა და რეგულაციების შესრულება რჩება.

"ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე, მოლოდინი, რომ ქვეყანაში, დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, დეკემბერ-იანვარი იქნება, თითქმის 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა, ვინაიდან ასეთი რეალური საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა.

უახლოესი თვეების განმავლობაში, პერსპექტივა იმისი, რომ საქართველომ ვაქცინაციით მოახერხოს პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ყველაფერი, რაც კეთდება, შედეგიანია, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ სწრაფად მივიღოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვა, რაც მინიმუმ გვჭირდება იმისთვის, რომ განვაცხადოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება," - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

კულუმბეგოვის შეფასებით, ეპიდვითარება მძიმეა და სხვა შემაკავებელი საშუალება, გარდა იმუნიზაციისა, არ არსებობს.

"ძალიან ინტენსიური და აქტიური უნდა გახდეს იმუნიზაციის პროცესი. ვინც გაიკეთა პირველი დოზა, უნდა გაიკეთოს მეორე დოზა შესაბამისი სქემით, და ვისაც სჭირდება და ეკუთვნის აუცილებლად უნდა გაიკეთოს ბუსტერული დოზა. მეტი შემაკავებელი შესაძლებლობა ჩვენ ამ ზამთრის პერიოდში რაიმე დავუპირისპიროთ მოსალოდნელ ცუნამს პრაქტიკულად არ გაგვაჩნია. ეს არ გააჩნია არცერთ ქვეყანას და ვერ გვექნება ვერც ჩვენ," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები