17 იანვარი 2022,   02:12
ვრცლად
ფინეთის პრემიერი, რომელიც კოვიდინფიცირებულის კონტაქტი იყო, ღამის კლუბში წავიდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრს ღამის კლუბში ვიზიტის გამო აკრიტიკებენ. მედიის ინფორმაციით, სანნა მარინი ღამის კლუბში, მეგობრებთან ერთად, მას შემდეგ წავიდა, რაც მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ წევრს "კოვიდ 19" დაუდასტურდა.

ფინეთში მოქმედი წესებით, 2-ჯერ ვაქცინირებულ პირს ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ იზოლაცია არ ევალება, თუმცა, პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე მაინც გახდა. ოპოზიციის შეფასებით, ტესტის ჩატარებამდე სანნა მარინი, საკუთარი სურვილით, იზოლაციაში უნდა დარჩენილიყო. მოგვიანებით, ამ ფაქტზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა.

დღის ამბები