17 იანვარი 2022,   01:59
ვრცლად
ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ კვლევისა და ინოვაციის 95-მილიარდიან კონკურსში ჩაერთონ

ქართველ მეცნიერებს აქვსთ შესაძლებლობა, ჩაერთონ კვლევისა და ინოვაციის 95-მილიარდიან კონკურსში - ბრიუსელში საზეიმოდ ხელი მოეწერა საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩოს, პროგრამაში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ შეთანხმების გაფორმებით საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ ეხსნება გზა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს მოვლენა საქართველოსთვის და ქართველი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს ექნებათ იგივე შესაძლებლობები და პირობები, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მკვლევარ მეცნიერებს.

დღის ამბები