27 იანვარი 2022,   04:24
ვრცლად
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის 2 საათიანი ონლაინ შეხვედრა - რაზე ისაუბრა ორი ქვეყნის პრეზიდენტმა  

თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ - ამის შესახებ ბაიდენსა და პუტინს შორის 2 საათიანი ვიდეო ზარის შემდეგ გახდა ცნობილი.

რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა უკრაინისა და ირანის საკითხები განიხილეს. ჯო ბაიდენის მრჩევლის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ მზად არის გააკეთოს ის, რაც შტატებმა 2014 წელს არ გააკეთა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკა უკრაინას თავდაცვით მასალას მიაწვდის და ესკალაციის საპასუხოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს მოკავშირეებს შესაძლებლობებით გააძლიერებს. ბაიდენმა რუს კოლეგას ისიც უთხრა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის სხვა არჩევანიც არსებობს დიპლომატიისა და დეესკალაციის სახით.

კრემლის ინფორმაციით კი რუსეთი დაინტერესებულია მოიპოვოს იურიდიული გარანტიები, რომ მეზობელ ქვეყნებში ნატო არ განათავსებს შეიარაღების სისტემებს და ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

დღის ამბები