17 იანვარი 2022,   01:53
ვრცლად
ამ წუთებში ბაიდენი და პუტინი ონლაინ რეჟიმში ერთი ერთზე საუბრობენ - არის თუ არა საქართველო მოსკოვისა და ვაშინგტონის განხილვის საკითხი 

მოსკოვისა და ვაშინგტონის ხისტი პოზიციონირების პერიოდში იმყოფება შეერთებული შტატებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. აქ თავდაცვის და საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელებსაც კონკრეტული ამოცანა აქვთ - ამერიკელი კოლეგები იმაში დაარწმუნონ, რომ საქართველოს ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული.

ამერიკის კონგრესში ალიანსის გაფართოების პერსპეტივებთან ერთად, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილებოდა. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობა, საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელო ვერ იქნება.

ქართველ დეპუტატებს კონგრესის ქვედა პალატის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადამ სმიტმაც მოუსმინა. "კურიერთან" საუბრისას, განწყობები საგრძნობი იყო, როგორც რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე, ასევე საკვანძო საკითხებში ამერიკის მოკავშირეების ერთიანობის აუცილებლობაზე.

კაპიტოლიუმის ზედა თუ ქვედა პალატებში ქართული დელეგაცია შეხვედრებს კვირის ბოლომდე გააგრძელებს. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭრაში ეჭვი არ ეპარება.

დღის ამბები