17 იანვარი 2022,   02:35
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ელის - "კურიერის" დასრულებისთანავე "ნიჭიერის" პირველი ცოცხალი კონცერტი დაიწყება 

"რუსთავი 2-ის" მაყურებელს დღეს დაუვიწყარი სანახაობა ელის - ზუსტად 22:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ნიჭიერის" პირველი ცოცხალი კონცერტი დაიწყება. 

რეპეტიციას არხის აღმასრულებელი დირექტორი და პროექტის ჟიურის წევრი ირაკლი იმნაიშვილიც ესწრებოდა. პროექტის შემქმნელებთან და შოუს მონაწილეებთან ერთად, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უკვე გავლილია. საბოლოო შედეგს კი, მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე, მაყურებლის წინაშე 10 გამორჩეული ნახევარფინალისტი წარდგება. საკუთარი ფავორიტის ფინალში გადაყვანა არა მხოლოდ ჟიურის წევრებზე, არამედ დიდწილად მაყურებელზეა დამოკიდებული. განსაკუთრებული კონკურსანტები 100 საუკეთესო მონაწილეს შორის შეირჩა. ცოცხალ კონცერტებზე კი უკვე ფინალისთვის იბრძოლებენ.

სპეციალურად მეგაპროექტში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვიდა. ასევე ნიჭიერს მონაწილეები ჰყავს, როგორც რეგიონებიდან, ასევე დედაქალაქიდან.

დღის ამბები