24 იანვარი 2022,   01:57
ვრცლად
მარტყოფში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - რა ვერსიას ჰყვებიან გარდაცვლილის ახლობლები

"კურიერისთვის" მარტყოფში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ისინი ყვებიან, რომ მამაკაცი დანით თვითდაზიანების მიყენებას ცდილობდა, როდესაც მისი ცოლი მისთვის დანის წართმევას შეეცადა, რასაც შედეგად მისი დაზიანებაც მოჰყვა. 

შეგახსენებთ, შემთხვევა მარტყოფში გუშინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიტყვიერი შელაპარაკებისას, ქმარმა ცოლს დანით დაზიანებები მიაყენა. გაშველების დროს, მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. ამის შემდეგ, მამაკაცმა ყელის არეში თვითდაზიანებები მიიყენა, რაც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. 

გარდაცვლილის ცოლსა და ქალიშვილს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

ამავე თემაზე
დღის ამბები