17 იანვარი 2022,   07:53
ვრცლად
სააკაშვილმა 7-ჯერ იცხო ზეთი, ამბობენ, ასეთ დროს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ადამიანს - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა, ამბობს, რომ მოეჩვენა, ექსპრეზიდენტი გაცილებით სუსტად იყო, ვიდრე ბოლო მონახულებისას. 

მისი თქმით, მან მიხეილ სააკაშვილთან შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო შეასრულა. 

"მე აქ ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო. მე მას შევუსრულე საიდუმლოება - ახალ აღთქმის 7 საიდუმლოება არსებობს. მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები, რომელთა წასაკითხად, მე პირადად, 2 საათი მჭირდება. 7-ჯერ ზეთისცხება - ასე უფრო ცნობილია ხალხისთვის. ამბობენ, რომ ასეთ დროს ფიზიკური მკურნალობაც ხდება და დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ადამიანს. 

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მეტი არ ვიცი რა ვთქვა. აღსარება თქვა, ეზიარა, ხანგძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდგზის ზეთი იცხო. ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 უკვე შესრულებულია მასზე და მეშვიდე, მე მგონი, ჯერ ცოტა ადრეა,"-აღნიშნა მიტროპოლიტმა. 

დღის ამბები