17 იანვარი 2022,   08:43
ვრცლად
მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა

გუშინ, მარტყოფში ოჯახური კონფლიქტის დროს, ქმარმა ცოლს დანით დაზიანებები მიაყენა. გაშველების დროს, მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. ამის შემდეგ, მამაკაცმა ყელის არეში თვითდაზიანებები მიიყენა.

ცივი იარაღით დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მოძალადე მამაკაცისთვის საკუთარი ხელი მიყენებული ჭრილობა ყელის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

დღის ამბები