27 იანვარი 2022,   04:13
ვრცლად
"დაინიშნოს საყოველთაო რეფერენდუმი" - ბიძინა კულუმბეგოვი კონკრეტული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრობს. 

როგორ კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ საკითხზე  საყოველთაო რეფერენდუმი უნდა დაინიშნოს.

"სავალდებულო ვაქცინაცია:

60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში

მწვანე პასპორტის არეალის მკვეთრი გაფართოება

ვაქცინაციის და რეგულაციების აღნიშნულ სეგმენტებში გაფართოება ერთადერთია შანსია, რომ კოვიდსასაკლაო შევაჩეროთ.

რადგან სახელმწიფოს სხვადასხვა მიზეზების გამო უჭირს მსგავსი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, ერთადერთი გამოსავალია შემდეგ 1 თვეში აღნიშნულ საკითხებზე დაინიშნოს საყოველთაო რეფერენდუმი!

შესაბამისად შედეგებზე პასუხისმგებლობა ხალმა უნდა აიღოს და არა რომელიმე თანამდებობის პირმა!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

 

 

 

დღის ამბები