24 იანვარი 2022,   01:53
ვრცლად
"ავიცრათ ერთმანეთისთვის" - სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთვნენ

ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად იმუნიზაციის კამპანიაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ. მომავალმა ექიმებმა გადაწყვიტეს, მოსახლეობას  ვაქცინაციის აუცილებლობა უშუალოდ გააცნონ.

სტუდენტები იმედოვნებენ, რომ აცრის კამპანიას სხვა სასწავლებლებიც გაიზიარებენ.

უახლოეს მომავალში კი ახალგაზრდები გეგმავენ, რომ დედაქალაქის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშიც ჩავიდნენ და რეგიონებშიც შეეცადონ მოსახლეობის დარწმუნებას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის ოფისისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წყალობით სიკვდილს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა. მათგან 470,000 ადამიანი 60 წლის და უფროსი ასაკისაა.

დღის ამბები