24 იანვარი 2022,   00:45
ვრცლად
COVID 19-ის ახალი მუტირებული შტამი - რამდენად რეალურია კორონავირუსის ახალი ქვეტიპის საფრთხე საქართველოსთვის

ახალი შტამი, რომელზეც ქართველი ექიმები უკვე საუბრობენ და საფრთხეებსაც ხედავენ, აფრიკულია და მას ოფიციალური სახელიც მიენიჭა. B.1.1.529 - კორონავირუსისგან და სხვა შტამებისგან იმით განსხავვდება, რომ 4 მუტაციებს აერთიანებს, სწრაფად ვრცელდება, იმუნურ სისტემას უფრო აზიანებს.

იქნება თუ არა საქართველოში ახალი შტამით დაინფიცირების შემთხვევები, სპეციალისტები ამაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მაგალითებიდან გამომდინარე უყურადღებობამ შესაძლოა ქვეყანაში ეპიდვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს. სრული პრევენცია არ არსებობს, თუმცა არსებობს ნაბიჯები, რომელმაც შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე საშიში შტამი შეაჩეროს, გამოსავალი რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციაა.

ეპიდვითარება ქვეყანაში ჯერ არ დასტაბილურებულა, თითქმის ყოველდღიურად სიკვდილიანობა 70-იდან 80-მდე მერყეობს.

ახალი შტამების გავრცელებამ მსოფლიოში რეგულაციების შეზღუდვაც კი გამოიწვია, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა აფრიკის 6 ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

დღის ამბები