06 დეკემბერი 2021,   03:29
ვრცლად
"მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება"- ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 31 მილიონით გაიზარდა და მთლიანობაში, 81 მილიონს შეადგენს. მისივე თქმით, გაზრდილია სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სფეროს დაფინანსება, რაც ქალაქის განვითარების ახალ შესაძლებლობად შეაფასა. 

"მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. მოქალაქეები ნაცვლად 100 ლარისა მიიღებენ 200 ლარიან დაფინანსებას მედიკამენტებზე. ჩვენთვის პრიორიტეტი რჩება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისეთი პროექტი, როგორიც არის ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების ახლით ჩანაცვლება.

ჩვენ გავაგრძელებთ გზების, სკვერების და საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაციას. ასევე ვაპირებთ, რომ გავზარდოთ დაფინანსება სტუდენტებისთვის და დავაფინანსოთ მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე რუსთავში თითოეული მოსწავლე, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრებს სწავლას მერისგან დასაჩუქრდება 500 ლარით,"- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები