06 დეკემბერი 2021,   03:53
ვრცლად
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს. ენმ-ს წევრების გამოკითხვა სწორედ ამ საქმის ფარგლებში ხორციელდება.

პარტიის წევრებთან სამართალდამცველებს კითხვები აქვთ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიებამ უკვე გამოკითხა გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომელთაც პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. 

 

დღის ამბები