06 დეკემბერი 2021,   03:12
ვრცლად
"თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე"- მიხეილ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პირად Facebook-ზე წერს, რომ მასთან მოსანახულებლად არ უშვებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და სხვა დეპუტატებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, თუ არ შეწყდება მსგავსი ქმედებები, უარს იტყვის ყველა საჭირო მკურნალობის კურსზე.

"უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი,"- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები