06 დეკემბერი 2021,   03:58
ვრცლად
ვხედავ, რომ ის თავს კარგად ვერ გრძნობს, რბილად რომ ვთქვათ, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება - ლიზა იასკო

ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. უკრაინის რადას დეპუტატი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. 

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საზღვარგარეტ სამკურნალოდ გადაყვანას, ლიზა იასკო ისურვებდა რომ ის ამისთვის უკრაინაში გადაიყვანონ. 

"ვხედავ, რომ ექიმების მხრიდან არის ყურადღება, თუმცა გარკვეული პროცედურები ან არ ტარდება ან ჩვენ არ ვიცით ზუსტად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვხედავ, რომ ის თავს კარგად ვერ გრძნობს, რბილად რომ ვთქვათ, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება და ეს ძალიან ცუდია. ვხედავ, რომ ის სტრესშია.

რაც შეეხება მის საზღვარგარეთ გადაყვანას, რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო უკრაინა, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. ახლა მნიშვნელოვანია ბრძოლა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ამბობს, რომ საჭიროა საქართველოში სიტუაციის შეცვლა. ის ყოველთვის არ აქცევს სათანადო ყურადღებას თავის ჯანმრთელობას, ამისთვის არიან მისი ადვოკატები და ახლობელი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ვაჟღერებდით, თუ რა მდგომარეობაშია. მას ძალიან უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, რათა ჰქონდეს გამოხატვის შესაძლებლობა,“ – ამბობს ლიზა იასკო.

 

დღის ამბები