27 ნოემბერი 2021,   03:13
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქციას - სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს

აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ოპოზიციის მხარდამჭერები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიცია მთავრობის სახლთან 12 საათზე შეიკრიბა, ისინი საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას თორნიკე რიჟვაძეს უკავშირებენ.

მათი თქმით, თორნიკე და დავით რიჟვაძეების დავალებით მიმდინარეობდა ნუგზარ ფუტკარაძეზე მუქარა და შანტაჟი გადაბირების მიზნით. 

დღის ამბები