27 ნოემბერი 2021,   04:27
ვრცლად
ქუთაისის ვაქცინაციის ცენტრებში მიმართვიანობა გაზრდილია - განსაკუთრებით აქტიურობენ პენსიონერები

ქუთაისის ვაქცინაციის ცენტრებში გაზრდილია მიმართვიანობა. ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ტარდება, მოქალაქეთა სიმრავლე შეინიშნება, განსაკუთრებით აქტიურობენ პენსიონერები, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შემთხვევაში 200 ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.

ვაქცინაციის ყველა ცენტრში აცრა შესაძლებელია Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით, გარდა ამისა, კეთდება ე.წ. ბუსტერ დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრებიც.

დღის ამბები