12 აგვისტო 2022,   06:39
ვრცლად
"განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, დმანისში 4 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების, 4 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები, შადრევნები, ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და "თავისუფლების ხეივნის" რეაბილიტაცია. სამუშაოების მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნენ.

დღის ამბები