17 აგვისტო 2022,   18:03
ვრცლად
 ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ექსპორტი გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი - ნათია თურნავაჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე პირველი შედეგი გამოიღო, ქვეყანაში ექსპორტი31.4%-ით გაიზარდა, იმპო

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. მინისტრმა ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რომელიც, მისივე თქმით, საგარეო ვაჭრობაში ვლინდება და რომ საქართველომ ექსპორტის ზრდით, იმპორტის პროცენტულ მაჩვენებლებს საგრძნობლად გადააჭარბა. თურნავას თქმით, ეს არის ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი მიზანი, რომელმაც უკვე პირველად შედეგი გამოიღო. 

"ოქტომბრის თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია, მთელი 31.4% პროცენტით. საკმაოდ მაღალი ზრდა არის, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს, აქაც ზრდა თითქმის 29%-ია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის თვეში, ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტის ზრდას. თუ ექსპორტი გაიზარდა 31.4%-ით, იმპორტის ზრდა მხოლოდ 24%-ია, ამას აღვნიშნავთ იმის გამო, რომ პირველი შედეგები გამოიღო ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომ ექსპორტი გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი,"- განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები