17 აგვისტო 2022,   16:43
ვრცლად
პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკა, გასული 9 თვის განმავლობაში, უკვე 11.3 პროცენტით გაიზარდა

პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების პერსპექტივებზე დღეს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა. მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრი პოზიტიური პროგნოზის საშუალებას იძლევა. პრემიერმა მომდევნო წლის გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5500 დოლარს მიაღწევს.

პოზიტიურ მოლოდინს, მთავრობის წევრების თქმით, ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება ქმნის. მინისტრების განმარტებით, სამი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, წლის 10 პროცენტიანი ნიშნულით დასრულების შესაძლებლობას აჩენს.

დაკორექტირებული საბიუჯეტო პარამეტრები, მიმდინარე პროექტები და ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი - ეს იმ ეკონომიკური კომპონენტების ნაწილია, რომელმაც კანონმდებლების აზრით, პრემიერის მიერ დაანონსებულ ზრდის მაჩვენებლებზე დადებითად იმოქმედებს.

სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულ 6 პროცენტზე მაღალი მაჩვენებლის მიღწევას შესაძლებლად მიიჩნევენ ეკონომიკის სფეროში მომუშავე ექსპერტები. ანალიტიკოსების აზრით, შექმილი დოვლათის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად ინფლაციის დონის შემცირებაზეც იზრუნოს.

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკა, გასული 9 თვის განმავლობაში უკვე 11.3 პროცენტით გაიზარდა.

დღის ამბები