27 ნოემბერი 2021,   03:41
ვრცლად
უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და 30 ოქტომბერს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"რამდენიმე დღეში ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის. ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს, რომ დარჩენილი მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ამ ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა  ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი ქაოსი, საბოტაჟი, ბოიკოტი და არეულობა, თუ ჰუმანური, ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა და რესურსი ჩვენი ხალხის, თქვენი უმრავლესობის ნდობა ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს. აი ამ კითხვაზე ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს. რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით მეგობრებო უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები