27 ნოემბერი 2021,   02:58
ვრცლად
ეს არის დემოკრატია, როდესაც იმართება მეორე ტური და ეს 50%-იანი ბარიერი სწორედ "ქართული ოცნების" პერიოდში გაჩნდა - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის თქმით, არჩევნების მეორე ტურები, რომელიც საქართველოში არჩევნების დროს იმართება, სწორედ იმ დემოკრატიის შედეგია, რომელიც ქვეყანაში "ქართული ოცნების" პერიოდში გაჩნდა. აღნიშნული განცხადება რატი ბრეგაძემ აქციის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პერიოდის შესაჯამებლად დღეს თავისუფლების მოედანზე უნდა გაიმართოს:

"აქ არის მოსული ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" ძალიან მყარად და ძალიან ბევრი ადამიანია, აქ შეკრებილი საზოგადოების გარდა, ჩვენი მხარდამჭერი და მოსახლეობის პასუხი იქნება "ქართული ოცნების" გამარჯვება, მოსახლეობის ნების საფუძველზე გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", როგორც გაიმარჯვა მრავალ არჩევნებში 2012 წლიდან დაწყებული.

ჩვენ ამ არჩევნებშიც გამარჯვებული ვართ, არჩევნები პრაქტიკულად დასრულებულია, როგორც გითხარით, რამდენიმე ქალაქში არის დარჩენილი მეორე ტური. ესეც არის "ქართული ოცნების" მონაპოვარი, ეს დემოკრატია, როდესაც იმართება მეორე ტური და ეს 50%-იანი ბარიერი, რომელმაც პრაქტიკულად გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია ქართული დემოკრატიის განვითარებაზე, სწორედ "ქართული ოცნების" პერიოდში გაჩნდა,"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები