08 დეკემბერი 2021,   13:30
ვრცლად
სააკაშვილი თავს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს - უკრაინის სახალხო დამცველი

მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს უკრაინის სახალხო დამცველი შეხვდა. როგორც ლუდმილა დენისოვამ აღნიშნა, ჩამოსულია უკრაინელი ექიმიც და იგეგმება მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულება.

"სააკაშვილის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ის თავს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს, რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, რომ საჭიროების შემთხვევაში ისეთი პაციენტი, როგორიც სააკაშვილია, გადაიყვანონ კლინიკა "ვივამედში".

მე ვაპირებ საქართველოს ომბუდსმენთან შეხვედრას, შევჯერდებით საერთო პოზიციაზე, უკრაინაში დაბრუნებისას შევხვდები ბატონ პრეზიდენტს და ჩავაყენებ საქმის კურსში იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს აქ ვნახეთ," - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ.

დღის ამბები