08 დეკემბერი 2021,   13:04
ვრცლად
მთავარი გზავნილი იქნება, რომ გამარჯვება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ "ოცნებას" მიანიჭა,  30 ოქტომბერს დავაგვირგვინოთ - გურამ მაჭარაშვილი

თბილისში დღეს "ქართული ოცნების" მასშტაბური აქცია უნდა გაიმართოს. მთავარი ღონისძიება და სიტყვით გამოსვლები თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება.

"მთავარი გზავნილი ამ აქციაზე იქნება ის, რომ ის გამარჯვება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" მიანიჭა, დავაგვირგვინოთ 30 ოქტომბერს. იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს დემოკრატია და აღარ იყოს ძალადობა, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ 30 ოქტომბერს "ქართული ოცნების" კანდიდატები გაიმარჯვებენ, რადგან არჩევანი განვითარებასა და დესტრუქციას შორისაა.

დღის ამბები