27 ნოემბერი 2021,   02:54
ვრცლად
"შესრულდება საქართველოს ჰიმნისა და "ჩემი საქართველო აქ არის" სრულიად ახალი ვერსია, შეასრულებენ ჩვენი საუკეთესო მომღერლები" - ბაკურ ბაკურაძე აქციის შესახებ

"ქართული ოცნების" მასშტაბური აქცია დღეს თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე იგეგმება, თუმცა მხარდამჭერების შეკრება თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება. თავისუფლების მოედანზე უკვე დამონტაჟებულია სპეციალური სცენა.

"15:00 საათიდან ბენდები გაამხნევებენ საზოგადოებას, რომელიც დაიწყებს მოსვლას. ეს იქნება გუფის ბენდი, გელა გნოლიძის, ზუკა ხუციშვილის, პერიოდულად შეენაცვლებიან ერთმანეთს. შემდეგ დაიწყება ღონისძიება, ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნის ახალი ვერსია, რომელიც ეკუთვნის გიორგი დონაძეს. ასევე შესრულდება "ჩემი საქართველო აქ არის" სრულიად ახალი ვერსია, რომელი ვერსიის ავტორობაც ეკუთვნის ქეთი გაბისიანს. შეასრულებენ ჩვენი საუკეთესო მომღერლები. გამოვლენ ლიდერები, რომლებიც შეაჯამებენ 4 თვიან შრომას წინასაარჩევნო კამპანიისა," - აცხადებს ღონისძიების რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე.

თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ აქციის მთავარი მიზანია იმის დაფიქსირება, რომ ქვეყანას სტაბილურობა და განვითარება სჭირდება და არა დესტაბილიზაცია.

შეგახსენებთ, დღეს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ მასშტაბურ აქციას მართავს, რომელზეც მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება.

დღის ამბები