06 დეკემბერი 2021,   02:46
ვრცლად
რომელი "კანონიერი ქურდები" დგანან უკრაინაში დაკავებული ქართველი კრიმინალების უკან - აყვანილია დაჯგუფების 50 წევრი

უკრაინაში ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. განეიტრალებულია დაჯგუფება, რომლის გავლენაც უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ვრცელდებოდა და რომელიც ე.წ. "სოხუმ-ქუთაისური" კლანის მიერ იმართებოდა.

კლანის რამდენიმე წარმომდგენელი რუსეთში ცხოვრობს, თუმცა, მთავარი იქ ტარიელ ონიანია, რომელიც ცოტა ხნის წინა გათავისუფლდა ესპანეთის ციხიდან.

63 წლის კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის, იგივე "ტაროს" ადგილსამყოფელი უცნობია. მან ესპანეთი უკვე დატოვა, თუმცა, ცნობილია, რომ უკრაინაში დაკავებულებს შორის ქართველები არიან. ჩხრეკა და დაკავებები განხორციელდა სუმის რეგიონში. ჩხრეკისას აღმოჩენილია დიდი ოდენობით საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, საბანკო ბარათები და მოვალეთა სიები.

ტარიელ ონიანის "სოხუმ-ქუთაისური კლანიდან" კანონიერი ქურდი დავით გერლიანი ერთ-ერთია, ვინც უკრაინაში მოქმედი დაჯგუფების უკან მოიაზრება. გერლიანს კრიმინალურ წრეებში "დათო სვანის" მეტსახელით იცნობენ და, ბოლო 5 წლის განმავლობაში, უკრაინიდან 4-ჯერ გააძევეს. გერლიანის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკრაინაში უსაფუძვლოდ იდევნება.

დავით გერლიანი "კანონიერ ქურდად" 2014 წელს ტარიელ ონიანის კლანმა "მონათლა". 2016 წელს "რუსთავი 2-ის" კამერამ გერლიანი თბილისის აეროპორტში დააფიქსირა, სამი დღის შემდეგ კი ის ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველო-სომხეთის საზღვართან დააკავეს. გერლიანი ერთ-ერთია იმ კანონიერ ქურდებს შორის, რომელსაც მიმდინარე წლის მაისში უკრაინის უსაფრთხოების საბჭომ სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.

საერთო ჯამში, აყვანილია დაჯგუფების 50 წევრი, რომლებიც მოქალაქეების დაშინებით და ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებული, თანხის დიდი ნაწილი კი "ქურდულ სალაროში" მიდიოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები