06 დეკემბერი 2021,   03:51
ვრცლად
მირჩევნია, დავრჩე აქ, სანამ ამას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება - სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს

მირჩევნია, დავრჩე აქ, სანამ ამას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება - სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს, მიმართვას ავრცელებს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს. 

"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და, მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე,"- წერია განცხადებაში. 

დღის ამბები